fbpx

მომსახურების პირობები

ბოლო რედაქტირების თარიღი: 11/05/2021

კეთილი იყოს თქვენი ვიზიტი www.kedi.ge –ზე.  გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს.

  • როდესაც განახორციელებთ შეკვეთას,თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს ელ-ფოსტის  საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს, რომ თქვენი შეკვეთა დასრულებულია. შეკვეთის გაფორმების შემდეგ დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი, რომელიც გადაამოწმებს შეკვეთას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შეკვეთის დადასტურება. შეკვეთის საბოლო დადასტურება ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქტს მიიღებთ მისამართზე.
  • ფასები საიტზე მოცემულია ლარებში, დღგ–ს ჩათვლით.
  • ფასები, შეთავაზებები და აქციები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ვებ-გვერდის ადმინისტრაციის მიერ.
  • ვებ-გვერდზე განთავსებულია ათასობით დასახელების პროდუქტი და არის შესაძლებლობა მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, მოხდეს შეცდომით ფასის, სურათის, აღწერილობის  საიტზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს. მსგავსი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მოახდინოს დაუყოვნებელი შეცდომის კორექტირება, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მომხმარებელს აქვს საფასური გადახდილი. ამ შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა საშუალება გააუქმოს შეკვეთა და დაიბრუნოს თანხა უკლებლივ (სრულად) ან მოახდინოს შეკვეთის კორექტირება.
  • იმ შემთხვევაში თუ ჩვენ პარტნიორ კომპანიების საწყობებში დაფიქსირდება პროდუქტის ამოწურვა  და მომხმარებელს საფასური უკვე აქვს გადახდილი, მოხდება ამ საფასურის სრული ანაზღაურება კომპანიის მიერ.

მარკეტინგი და კომუნიკაცია.

თუ თქვენ ბრძანდებით ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ უახლესი ამბები ისეთი, როგორიც არის ახალი პროდუქტების დამატება და სპეციალური შემოთავაზებები, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით.